წ ე ს დ ე ბ ა
(არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის შესახებ)
დამფუძნებლის მიერ 2008 წლის 28 ოქტომბერს დაფუძნდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „პედიატრთა აკადემია“ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით (ოქმი №1), დამტკიცდა წესდება, არჩეულ იქნა გამგეობა და წევრები.
გთხოვთ, გაატაროთ აღნიშნული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „პედიატრთა აკადემია“ რეგისტრაციაში შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემებით:
1.სახელწოდება
არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „პედიატრთა აკადემია“.
1.1.„პედიატრთა აკადემია“ არის ექიმი-პედიატრების ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნჲშნული კოდექსის, საქართველოს მოქმედი კანონების და თავისი წესდების მიხედვით.
1.2.„პედიატრთა აკადემია“ არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც (შემდგომში) ფლობს განკერძოებულ ქონებას, გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა სახის, მათ შორის სავალუტო ანგარიშები საქართველოს და უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში, აქვს იურიდიული პირის რეკვიზიტები: ბეჭედი, სიმბოლიკა და სხვა.
1.3.„პედიატრთა აკადემიის“ იუიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.№2/6.
1.4.„პედიატრთა აკადემიის“ წესდება მოქმედებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2.ადგილსამყოფელი
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №2/6.
3.საქმიანობის მიზანი
საქმიანობის მიზანია:
ü პედიატრიული სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა;
ü პედიატრიული სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა და დამტკიცება;
ü ექიმთა კლინიკური პრაქტიკის შეფასებაში მონაწილეობა;
ü ექიმებისა და პედიატრების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია;
ü სამკურნალო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შეფასება, შექმნა და დამტკიცება;
ü ბავშვის ჯანმრთელობის დაცვასა და გლობალურ განვითარებაზე ზრუნვა;
ü ბავშვის უფლებების დაცვა.
3.1. თავისის მიზნების მისაღწევად პედიატრთა აკადემია:
ü ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე საზოგადოების ფართო ფენებისთვის;
ü ახორციელებს პროფესიულ კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებს (უპგ/უსგ);
ü მონაწილეობს ექიმთა რესერთიფიცირების კრიტერიუმების შემუშავებასა და ექიმთა რესერთიფიცირების პროცესში;
ü ახორციელებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების, გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავებას და ექსპერტიზას, კლინიკური შემთხვევების გარჩევას;
ü მონაწილეობს ახალი პრეპარატების, ბავშვის მოვლისა და მოხმარების საგნების ექსპერტიზაში;
ü ახორციელებს საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
ü მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო საქმიანობაში;
ü ამყარებს კავშირს საქართველოს ფარგლებში არსებულ ასოციაციებთან და კლინიკებთან და თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ü ჰქმნის რეგიონალურ ორგანიზაციებს, ფილიალებს;
ü ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს მისი მიზნების განხორციელებას.
4.დამფუძნებლები
1. თ.ს.ს.უ. „გ.ჟვანიას სახ. საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკა“ (ს/კ 211328703).
2. სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი (ს/კ 211379514), მის: ქ.თბილისი, ბუდაპეშტის ქ. №1ბ, რეგ.№147, 09.10.1998წ.
3. საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაცია (ს/კ 202066487), იურ.მის: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.№21, რეგ.№2/9-185, 04.11.1999წ.
4. კავშირი „კლარიტასი XXI“ (ს/კ 200085086).
5. პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირი „ალტერნატივა“ (ს/კ 205053010), იურ.მის: ქ.თბილისი, ს.ჩიქოვანის ქ.№20, ბინა 103; რეგ.№5/9-980, 11.02.2005წ.
6. შ.პ.ს. „თბილისის მ.გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა“ (ს/კ 200010022), იურ.მის: ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რ-ნი; თემქის დასახლება, XI მკ/რნ; I კვარტალი. რეგ.№1/4-999, 22.09.1999წ.
7. საქართველოს რესპირაციული კავშირი (ს/კ 204473872), იურ.მის: ქ.თბილისი, დ.ჭონქაძის ქ.№9, რეგ.№06/9-681, 02.03.2004წ.
8. შ.პ.ს. „ძმები ზუბალაშვილების პედიატრიული კლინიკა“ (ს/კ 206057693).
9. ს.ს. „მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ (ს/კ 201945280).
5.გამგეობის წევრები
1. შპს „ ბავშვთა ახალი კლინიკის“(ს/კ 404904573)წარმომ. მაია ჩხაიძე– დაბ.09.10.1957 წ; ქ.თბილისი პ/ნ № 01005006067, № ა 097952, გაც. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბის სამსახურის მიერ 14.09.2006 . მცხ. ქ.თბილისი, ა.წერეთლის პრ# 77, კორპ.5, ბ.23. პროფესიით ექიმი.
2. სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის (ს/კ 211379514) წარმომ. გიორგი ჩახუნაშვილი - დაბ. 07.06.1954წ; ქ.თბილისი, პ/ნ 01010005890, პ/მ №ბ0142082, გაც. ვაკის შს მე-3 ქვეგანყოფილების მიერ, 30.07.1996წ; მცხ. ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მკ/რნ; 2 კვ; კორპ. 6, ბინა 25, პროფესიით ექიმი.
3. საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაციის (ს/კ 202066487) წარმომ. დიომედე ტაბუცაძე - დაბ. 02.01.1958წ; ქ.თბილისი, პ/ნ 01024015463, პ/მ №გ0119972, გაც. თბილისის საბურთალოს შს განყოფილების მიერ, 19.06.1991წ; მცხ. ქ.თბილისი, საბურთალოს ქ. №59, ბინა 5, პროფესიით ექიმი.
4. კავშირი „კლარიტასი XXI“-ის (ს/კ 200085086) წარმომ. მედეა ბელეშაძე - დაბ. 27.08.1938წ; ქ.ჭიათურა, პ/ნ 01024017456, პ/მ №ა0441046, გაც. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს I განყოფილების მიერ, 15.10.2003წ; მცხ. ქ.თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ. №9, ბინა 7, პროფესიით ექიმი.
5. პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირი „ალტერნატივა“-ს (ს/კ 205053010) წარმომ. ნანი ყავლაშვილი - დაბ. 23.09.1969წ; ქ.თბილისი, პ/ნ 01008000660, პ/მ №ა0001669, გაც. თბილისის ვაკის შს მიერ, 11.01.1995წ; მცხ. ქ.თბილისი, ს.ჩიქოვანის ქ. №9, ბინა 1, პროფესიით ექიმი.
6. შ.პ.ს. „თბილისის მ.გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკის“ (ს/კ 200010022) წარმომ. როდამ სვინტრაძე - დაბ. 01.05.1949წ; ქ.ჭიათურა, პ/ნ 5001000488, პ/მ №დ0771886, გაც. თბილისის მრ და სარ სამსახურის მიერ, 07.09.2005წ; მცხ. ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №29, პროფესიით ექიმი.
7. საქართველოს რესპირაციული კავშირის (ს/კ 204473872) წარმომ. ივანე ჩხაიძე - დაბ. 14.06.1958წ; ქ.მახარაძე, პ/ნ 01009002922, პ/მ №ბ0060773, გაც. თბილისის ვაკის შს I ქვეგანყოფილების მიერ, 19.07.1995წ; მცხ. ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-7 კვარტალი, კორპ. 17, ბინა 38, პროფესიით ექიმი
8. შ.პ.ს. „ძმები ზუბალაშვილების პედიატრიული კლინიკის“ (ს/კ 206057693) წარმომ. ინგა მამუჩიშვილი - დაბ. 17.05.1962წ; ქ.თბილისი, პ/ნ 01011015601, პ/მ №ა0914292, გაც. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მიერ, 13.04.2006წ; მცხ. ქ.თბილისი, თეთრი წყაროს ქ. №7/5, პროფესიით ექიმი
9. ს.ს. „მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ 201945280) წარმომ. ქეთევან ნემსაძე - დაბ. 01.07.1949წ; ქ.ქუთაისი, პ/ნ 01010003606, პ/მ №გ1133632, გაც. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიერ, 22.01.2008წ; მცხ. ქ.თბილისი, ნ.ნიკოლაძის ქ. №3, პროფესიით ექიმი
6.ხელმძღვანელი ორგანო
„პედიატრთა აკადემიის“ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელიც მართავს და უძღვება არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ყოველდღიურ საქმიანობას.
7.ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა
7.1.ხელმძღვანელობა ხორციელდება გამგეობისა და წევრთა საერთო კრების მიერ. გამგეობა აირჩევა წევრთა საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით მისი ქონების და სახსრების მართვისათვის. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე შეწყდება რომელიმე წევრის უფლებამოსილება, მაშინ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში მოწვეული უნდა იქნას რიგგარეშე კრება გამგეობის წევრის ასარჩევად.
7.2.გამგეობა შედგება 9 (ცხრა) წევრისაგან.
7.3.გამგეობის წევრთა უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს საერთო კრების გადაწყვეტილებით. გამგეობის მუშაობას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე. დაიშვება გამგეობის წევრების შემდგომი ვადით მრავალჯერადი არჩევა.
გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ü პედიატრთა აკადემიის სტრატეგიული საქმიანობის წარმართვა;
ü საერთო კრების გადაწყვეტილებათა უზრუნველყოფა;
ü საწევრო გადასახადების გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრა;
ü კრებებს შორის პერიოდში ორგანიზაციის სწორი ოპერატიული მართვა და წამოჭრილ საკითხებზე სწრაფი რეაგირება, თუ საკითხი არ განეკუთვნება კრების სპეციალურ კომპეტენციას.
8.ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელება
ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას ახორციელებენ გამგეობის თავმჯდომარე - მაია ჩხაიძე (პირადი# 01005006067, მის: თბილისი. წერეთლის პრ.77.კ5,ბ,23) და პრეზიდენტი - ქეთევან ნემსაძე (პირადი #01010003606, მის:თბილისი,ნ. ნიკოლაძის 3).
9.მმართველი ორგანოები
წევრთა კრება:
ა) კრების სტატუსი:
ü ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა კრება (შემდგომ ტექსტში „კრება“).
ü კრებას უფლება აქვს გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი კრების მოწვევისას შეტანილი იყო დღის წესრიგში.
ბ) კრების კომპეტენციაა:
ü ორგანიზაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
ü ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება;
ü ორგანიზაციის გამგეობის წევრების, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა, მათი გათავისუფლება;
ü ორგანიზაციის ფილიალისა (წარმომადგენლობის) და/ან კომისიის (მათ შორის, სარევიზიო) შექმნა და მათი ლიკვიდაცია, ფილიალისა (წარმომადგენლობის) და კომისიის დებულების დამტკიცება;
ü გამგეობის წევრების შრომის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა;
ü ორგანიზაციის საწევრო შენატანის დადგენა და გაუქმება; შენატანის ოდენობისა და გადახდის ვადის დადგენა;
ü ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საკითხების გადაწყვეტა.
გ) კრების მოწვევა:
ü კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ მაინც, ან მაშინ, როცა ამას მოითხოვს ორგანიზაციის ინტერესები. რიგგარეშე კრება მოიწვევა ორგანიზაციის წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით, ან გამგეობის გადაწყვეტილებით და კრების დღის წესრიგის მითითებით. კრების მოწვევის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით, ელექტრონული ფოსტით ან ორგანიზაციის ბეჭდვით ორგანოში (მისი არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნებით კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, უფლება აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ წერილობით. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
დ) კრების უფლებამოსილება, გადაწყვეტილებათა მიღება:
ü კრება უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს წევრთა ნახევარზე მეტი. კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების შეცვლის თაობაზე - ორი მესამედი უმრავლესობით, ამასთან, ორგანიზაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ორგანიზაციის ყველა წევრის ხმათა არანაკლებ ოთხ მეხუთედს. ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა, თუ ხელახალი ღიაა, თუ რომელიმე წევრი არ მოითხოვს ფარულ კენჭისყრას.
9.1.გამგეობის მიერ გადაწყვეტილებები მიიღება გამგეობის სხდომაზე. გამგეობას იწვევს თავმჯდომარე.
9.2.გამგეობის სხდომა მოწვეულ უნდა იქნას არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
9.3.გამგეობის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას გამგეობის არანაკლებ 2 (ორი) წევრის მოთხოვნის საფუძველზე. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება გამგეობის წევრთათვის სულ ცოტა 3 (სამი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და დღის წესრიგის მითითებით.
9.4.გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, თუ რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, მან შეიძლება წერილობით მისცეს ხმა გადასაწყვეტ საკითხს ან მისცეს მინდობილობა გამგეობის სხვა წევრს. დაუსწრებლად კენჭისყრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების შესახებ წევრმა გამგეობას უნდა აცნობოს გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 1 (ერთი) დღით ადრე.
9.5.გამგეობის სხდომას უძღვება თავმჯდომარე.
9.6.გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. გამგეობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარე და მდივანი.
10.წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა
10.1 გამგეობის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ახორციელებენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, გარდა ორგანიზაციის სახელით განსახორციელებელი ანგარიშსწორების ოპერაციებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა მხოლოდ ერთობლივი წარმომადგენლობით.
10.2 გამგეობის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს ირჩევს წევრთა საერთო კრება 4 წლის ვადით.
11.“პედიატრთა აკადემიის“ წევრობის შესახებ
11.1.შემდგომი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, მათ შორის, იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის წინამდებარე წესდებას, იზიარებს მის მიზნებს და სურს მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
11.2.წევრად მიღება ხდება მსურველთა წერილობითი განცხადების საფუძველზე.
11.3.წევრად მიღების შესახებ განცხადება წარედგინება გამგეობას, რომელიც განიხილება განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. გამგეობას უფლება აქვს უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის.
11.4.წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მემკვიდრეობით დაუშვებელია.
11.5.წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე.
11.6. წევრის გარიცხვა:
11.6.1. წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას, თუ:
ü არ იცავს წესდების მოთხოვნებს;
ü გაამჟღავნებს კონფიდენციალურ საიდუმლოებას;
ü უხეშად დაარღვევს მის ინტერესებს;
ü რეგულარულად არ იხდის საწევრო შენატანს;
ü მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება მიზნებსა და ლახავს „სახელსა და ღირსებას“;
ü კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.6.2.წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „პედიატრთა აკადემიის“ წევრთა საერთო კრება დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით. გარიცხულ წევრს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
12.რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
12.1. გაუქმების საფუძვლებია:
ü წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება;
ü არსებითად გადასვლა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ü გაკოტრება ან რეგისტრაციის გაუქმება;
ü კანონმდებლობით ან წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
12.2. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა, მაგრამ, თუ გამგეობის წევრებს შორის ლიკვიდაციის საკითხებთან დაკავშირებულ უთანხმოებას აქვს ადგილი, მაშინ, ლიკვიდაციას ახორციელებენ შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები კანონით დადგენილი წესით.